საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე, ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავების მოძიებისა და შესაბამის სამხედრო სასაფლაოზე გადასვენების ნებართვის გაცემის შესახებ

საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე, ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავების მოძიებისა და შესაბამის სამხედრო სასაფლაოზე გადასვენების ნებართვის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2386
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025136
2386
10/11/2017
ვებგვერდი, 12/04/2018
000000000.00.003.025136
საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე, ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავების მოძიებისა და შესაბამის სამხედრო სასაფლაოზე გადასვენების ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2386

2017 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე, ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავების მოძიებისა და შესაბამის სამხედრო სასაფლაოზე  გადასვენების  ნებართვის გაცემის შესახებ

1. „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის 1993 წელს დადებული შეთანხმების შესაბამისად, ნება დაერთოს ამავე შეთანხმების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ორგანიზაციას − გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირს (Volksbund Deutsche Kriegsgräberfürsorge e.V):

ა) აწარმოოს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტში, მაზნიაშვილის ქუჩის  №2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გერმანელი ტყვეების ნეშტების მოძიება და შესაბამის სამხედრო სასაფლაოზე გადასვენება;

ბ) სამუშაოების განხორციელების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში,  გამოიყენოს შესაბამისი სამშენებლო ტექნიკა და დაიქირავოს ადგილობრივი პერსონალი;

გ) ამ პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობები განახორციელოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის 1993 წელს დადებული შეთანხმებისა და სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინებით.

2. ეთხოვოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს, ხელი შეუწყოს გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირს  ქ. რუსთავის ტერიტორიაზე სამუშაოების  განხორციელებაში. 

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი.