სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „აკურასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „აკურასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2385
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025135
2385
10/11/2017
ვებგვერდი, 12/04/2018
000000000.00.003.025135
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „აკურასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2385


2017 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „აკურასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ აკურაში მდებარე 1203217 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების  მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა №1 (ამორტიზებული),  გაშენების ფართი − 458 კვ.მ (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი:  №53.01.38.074) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 735 670 (შვიდას  ოცდათხუთმეტი ათას ექვსას სამოცდაათი) ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცეს შპს „აკურას“ (ს/კ: 405184232).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთის საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის  ვადაში, შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ა.ა) შესაბამისი განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში არანაკლებ 184 000 (ას ოთხმოცდაოთხი ათასი) ლარის გადახდა;

ა.ბ) შესაბამისი განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადაში არანაკლებ 368 000 (სამას სამოცდარვა ათასი) ლარის გადახდა;

ა.გ) შესაბამისი განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 9 (ცხრა) თვის ვადაში არანაკლებ 552 000 (ხუთას ორმოცდათორმეტი ათასი) ლარის გადახდა;

ა.დ) შესაბამისი განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში 735 670 (შვიდას ოცდათხუთმეტი ათას ექვსას სამოცდაათი) ლარის გადახდა;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთის არანაკლებ 85% ფართობზე (რაც შეიძლება მოიცავდეს ნარგავებით გაშენებულ ტერიტორიას, ნარგავებს შორის გადასაადგილებელ (მათ შორის,  სპეციალური ტექნიკის გადასაადგილებელი) ბილიკებს/საირიგაციო სისტემის მიერ დაკავებულ ფართობს) ვაზის გაშენება და ინფრასტრუქტურის (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის დამცავი მესრით უზრუნველყოფას) მოწყობა;

გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ნივთზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში:

გ.ა) ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის  ინფორმაციის წარდგენა, ამ განკარგულების დანართის შესაბამისად;

გ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში და შემდგომ ყოველ 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ,  ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების  გამოკვლევის  მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა.    

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი