საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2384
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025134
2384
08/11/2017
ვებგვერდი, 12/04/2018
000000000.00.003.025134
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2384

 

2017 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურისათვის დაკისრებული მოვალეობებისა და ფუნქციების შეუფერხებლად და ეფექტიანად წარმართვის, ასევე მის წინაშე მდგარი გამოწვევების წარმატებით დაძლევის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავარ პროკურატურას მიეცეს თანხმობა, ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

 პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი