სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე წინასწარი თანხმობის გაცემის შესახებ

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე წინასწარი თანხმობის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2382
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025132
2382
08/11/2017
ვებგვერდი, 12/04/2018
000000000.00.003.025132
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე წინასწარი თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2382

 

2017 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს  მიერ  სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე   წინასწარი თანხმობის გაცემის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიეცეს წინასწარი თანხმობა, რომ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო გასასვლელისათვის საჭირო დიზელ გენერატორის (CPV კოდი – 31100000,  ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი