დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და შპს „აეგეანს“ შორის 2016 წლის 21 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2380 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025130 |
|
საქართველოს მთავრობასა და შპს „აეგეანს“ შორის 2016 წლის 21 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე
|
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „აეგეანსა“ და შპს „ენერგო ქარს“ შორის დასადები შეთანხმება 2016 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს მთავრობასა და შპს „აეგეანს“ შორის დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე. 2. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „ენერგო ქარს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმი. 3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ შეთანხმებასა და ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები