დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის –„საქპატენტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2369 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025116 |
2369
08/11/2017
ვებგვერდი, 12/04/2018
000000000.00.003.025116
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის –„საქპატენტის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის განკარგულება №2369 2017 წლის 8 ნოემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის –„საქპატენტის“ მიერ
სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
|
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა“, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სსიპ – საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისა და საქართველოს მეცნიერებისა და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს Clarivate Analytics-ის Web of Science მონაცემთა ბაზის სახელმწიფო შესყიდვა, სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან, ხოლო სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა“, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სსიპ – საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (გარდა საბიუჯეტო სახსრებისა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან.
2. Clarivate Analytics-ის Web of Science მონაცემთა ბაზით სარგებლობის უფლება, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების გარდა, ასევე განესაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები