სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2359
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025102
2359
08/11/2017
ვებგვერდი, 12/04/2018
000000000.00.003.025102
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2359

2017 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ( განუსხვისებელი ) ქონების სახით გადაცემის შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 113-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №5/56228 გადაწყვეტილება დუშეთის მუნიციპალიტეტში, ანანურში, სოფელ ცივწყაროში არსებული 64.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1-ის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №71.55.10.020) დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                                       გიორგი კვირიკაშვილი .