საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2357
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025100
2357
08/11/2017
ვებგვერდი, 12/04/2018
000000000.00.003.025100
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2357

2017 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აწარმოე საქართველოში სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების – „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ (Tbilisi Belt&Road Forum) შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, Silk Road Chamber of International Commerce-სგან მიღებული გრანტის ფარგლებში (100 000 აშშ დოლარი).

  

პრემიერ-მინისტრი                                                           გიორგი კვირიკაშვილი