დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თურქეთის ექსპორტ-კრედიტ-ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის ვალის რესტრუქტურირების შესახებ“ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1478 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 18/05/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 53, 31/05/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„თურქეთის ექსპორტ-კრედიტ-ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის ვალის რესტრუქტურირების შესახებ“ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. რატიფიცირებულ იქნეს 2001 წლის 15 ივნისის ხელშეკრულება „თურქეთის ექსპორტ-კრედიტ-ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის ვალის რესტრუქტურირების შესახებ“.
2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროებს და კონტროლის პალატას, ეთხოვოს პროკურატურას, მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები 1992 წლის 10 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის მთავრობას შორის ოქმიდან გამომდინარე 1993 წლის 12 თებერვლის „თურქეთის ექსპორტ-კრედიტ-ბანკსა და საქართველოს ექსპორტ-იმპორტ-ბანკს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით“ მოზიდული სახსრებით მოსარგებლე ეკონომიკური აგენტების (სუბიექტების) მიერ თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების უზრუნველსაყოფად.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროებმა, აგრეთვე პროკურატურამ ამ დადგენილების მე-2 პუნქტის შესრულების შესახებ ინფორმაცია 10 დღის ვადაში წარუდგინონ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტს.
4. დაევალოს „ცალკეული თანმდებობის პირების ქმედებათა კანონიერების შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას“ (მ. ოსაძე), საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და კონტროლის პალატის მიერ ამ დადგენილების მე-2 პუნქტის შესრულების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის 2002 წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე.
5. აღნიშნული ხელშეკრულება არ წარმოადგენს შიდასახელმწიფოებრივი კრედიტებით მოსარგებლე ეკონომიკური აგენტებისათვის კრედიტების გადავადების საფუძველს, ამასთან, ამ კრედიტების შიდასახელმწიფოებრივი გადავადება და რესტრუქტურიზაცია შესაძლებელია მხოლოდ პარლამენტის თანხმობით.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2002 წლის 18 მაისი.
№1478–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები