ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ელენე გოკიელის ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევისთვის ელენე გოკიელის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ელენე გოკიელის ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევისთვის ელენე გოკიელის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016377
  • Word
70
30/03/2018
ვებგვერდი, 10/04/2018
000000000.00.101.016377
ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ელენე გოკიელის ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევისთვის ელენე გოკიელის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №70

2018 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ელენე გოკიელის ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევისთვის ელენე გოკიელის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ

 

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) სამგორის რაიონში,  ელენე გოკიელის ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევს მიენიჭოს ელენე გოკიელის I შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

      ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                          გიორგი ტყემალაძე