ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, მარია პერინის ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევისთვის მარია პერინის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ

ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, მარია პერინის ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევისთვის მარია პერინის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016373
66
30/03/2018
ვებგვერდი, 10/04/2018
000000000.00.101.016373
ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, მარია პერინის ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევისთვის მარია პერინის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №66

2018 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

 

ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, მარია  პერინის ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევისთვის მარია პერინის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) სამგორის რაიონში, მარია  პერინის ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევს მიენიჭოს მარია პერინის I შესახვევის  სახელი,  თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                              გიორგი ტყემალაძე.