ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ჯამბულ წურწუმიას ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო შესახვევისთვის ჯამბულ წურწუმიას I და II შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ

ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ჯამბულ წურწუმიას ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო შესახვევისთვის ჯამბულ წურწუმიას I და II შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016372
65
30/03/2018
ვებგვერდი, 10/04/2018
000000000.00.101.016372
ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ჯამბულ წურწუმიას ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო შესახვევისთვის ჯამბულ წურწუმიას I და II შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №65

2018 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

 

ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ჯამბულ  წურწუმიას ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო შესახვევისთვის ჯამბულ წურწუმიას   I და II შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) სამგორის რაიონში, ჯამბულ  წურწუმიას ქუჩასთან მდებარე ორ უსახელო შესახვევს მიენიჭოს ჯამბულ წურწუმიას  I და II შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            გიორგი ტყემალაძე