დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2352 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025083 |
2352
08/11/2017
ვებგვერდი, 12/04/2018
000000000.00.003.025083
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2352 2017 წლის 8 ნოემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
|
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ ფიზიკურ პირ მამუკა ხაბარელს საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში მდებარე 1700 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.30.08.178) მამუკა ხაბარელის საკუთრებაში არსებული, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, სასტუმრო ივერიის მიმდებარედ არსებული 1201 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.30.08.342) უფლებრივი ტვირთისაგან (გარდა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიწის (უძრავი ქონების) №64.30.08.343 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ, 140 კვ. მ ფართზე არსებული სერვიტუტის უფლებისა (უფლების რეგისტრაციის თარიღი 07/07/2017წ.)), მათ შორის, მესამე პირ(ებ)ის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, იმ პირობით, რომ მამუკა ხაბარელი სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 24 ივლისის №004276717 და 2017 წლის 24 ივლისის №004269117 დასკვნებით დადგენილ, ამ პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებულ სხვაობას (48902 (ორმოცდარვა ათას ცხრაას ორი) ლარს) გადაიხდის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები