„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „GLOBAL DEFENSE GROUP“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 სექტემბრის №2056 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „GLOBAL DEFENSE GROUP“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2350
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025096
2350
08/11/2017
ვებგვერდი, 12/04/2018
000000000.00.003.025096
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „GLOBAL DEFENSE GROUP“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 სექტემბრის №2056 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „GLOBAL DEFENSE GROUP“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2350

2017 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „GLOBAL DEFENSE GROUP“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 სექტემბრის №2056  განკარგულებაში  ცვლილების  შეტანისა  და  შპს  „GLOBAL  DEFENSE GROUP“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „GLOBAL DEFENSE GROUP“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 სექტემბრის №2056 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და  მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არა უგვიანეს 2018 წლის 10 მარტისა, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:

ბ.ა) სასროლეთის (ტირი) მოწყობის მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული  უძრავი ქონების რეკონსტრუქცია და აღჭურვა;

ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარი) ინვესტიციის განხორციელება.“.

  2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად,  შპს „GLOBAL DEFENSE GROUP“  გათავისუფლდეს ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული პირგასამტეხლოსგან იმ პირობით, რომ  შპს „GLOBAL DEFENSE GROUP“ შეასრულებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „GLOBAL DEFENSE GROUP“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის  2015  წლის  23  სექტემბრის  №2056  განკარგულების მე-2 პუნქტით დადგენილ საპრივატიზებო პირობებს.

3.   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით,  განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                       გიორგი კვირიკაშვილი