„თურქეთის ექსპორტ-კრედიტ-ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის ფინანსური ვალდებულებების გადაცემისა და გადავადების შესახებ“ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე, რომელიც შეეხება ხელშეკრულებას „50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო კრედიტის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1477
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/05/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 27/05/2002
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
1477
18/05/2002
სსმ, 51, 27/05/2002
0000.00.00.000000
„თურქეთის ექსპორტ-კრედიტ-ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის ფინანსური ვალდებულებების გადაცემისა და გადავადების შესახებ“ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე, რომელიც შეეხება ხელშეკრულებას „50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო კრედიტის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„თურქეთის ექსპორტ-კრედიტ-ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის ფინანსური ვალდებულებების გადაცემისა და გადავადების შესახებ“ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე, რომელიც შეეხება ხელშეკრულებას „50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო კრედიტის შესახებ“

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. რატიფიცირებულ იქნეს 1998 წლის 4 თებერვლის ხელშეკრულება „თურქეთის ექსპორტ-კრედიტ-ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის ფინანსური ვალდებულებების გადაცემისა და გადავადების შესახებ“, რომელიც ხელშეკრულებას „50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო კრედიტის შესახებ“.

2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროებს და კონტროლის პალატას, ეთხოვოს პროკურატურას, მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები 1992 წლის 10 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის მთავრობას შორის ოქმიდან გამომდინარე 1993 წლის 12 თებერვლის „თურქეთის ექსპორტ-კრედიტ-ბანკსა და საქართველოს ექსპორტ-იმპორტ-ბანკს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით“ მოზიდული სახსრებით მოსარგებლე ეკონომიკური აგენტების (სუბიექტების) მიერ თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების უზრუნველსაყოფად.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროებმა, აგრეთვე პროკურატურამ ამ დადგენილების მე-2 პუნქტის შესრულების შესახებ ინფორმაცია 10 დღის ვადაში წარუდგინონ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტს.

4. დაევალოს „ცალკეული თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერების შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას“ (მ. ოსაძე), საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და კონტროლის პალატის მიერ ამ დადგენილების მე-2 პუნქტის შესრულების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს 2002 წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე.

5. აღნიშნული ხელშეკრულება არ წარმოადგენს შიდასახელმწიფოებრივი კრედიტებით მოსარგებლე ეკონომიკური აგენტებისათვის კრედიტების გადავადების საფუძველს, ამასთან, ამ კრედიტების შიდასახელმწიფოებრივი გადავადება და რესტრუქტურიზაცია შესაძლებელია მხოლოდ პარლამენტის თანხმობით.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე            ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2002 წლის 18 მაისი.

№ 1477–რს