დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2346 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025093 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2346 2017 წლის 6 ნოემბერი ქ. თბილისი |
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
|
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“, „ლ“, „ჰ3“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ორგანიზების სამოქმედო გეგმა.
2. ამ განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნა. 3. ეთხოვოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ამ განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ორგანიზების სამოქმედო გეგმა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები