დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სს „საპარტნიორო ფონდისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღნაგობისა და თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №625 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2296 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025085 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2296 2017 წლის 3 ნოემბერი ქ. თბილისი |
„სს „საპარტნიორო ფონდისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღნაგობისა და თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №625 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სს „საპარტნიორო ფონდისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღნაგობისა და თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №625 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ამ პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მიზნით, შესაბამისი სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო ნებართვის/თანხმობის მიღება ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, შესაბამისი სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში.“. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები