„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლიტ ჯეო ინვესტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №2337 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „საბურთალო პალასის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2295
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025081
2295
03/11/2017
ვებგვერდი, 12/04/2018
000000000.00.003.025081
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლიტ ჯეო ინვესტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №2337 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „საბურთალო პალასის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2295

2017 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლიტ ჯეო ინვესტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №2337 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „საბურთალო პალასის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლიტ ჯეო ინვესტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №2337 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის/კომპლექსის მშენებლობა და კანონით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება 2018 წლის 30 დეკემბრამდე;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 2 600 000 (ორი მილიონ ექვსასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება არა უგვიანეს 2018 წლის 12 თებერვლისა.“.

2. შპს „საბურთალო პალასი“ (ს/კ: 400149335, შპს „ლიტ ჯეო ინვესტის“ (ს/კ №204531088) უფლებამონაცვლე) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ლიტ ჯეო ინვესტს“ შორის 2015 წლის 12 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად 2017 წლის 13 ივლისიდან ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან, იმ პირობით, რომ შპს „საბურთალო პალასი“ შეასრულებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლიტ ჯეო ინვესტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №2337 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საპრივატიზებო პირობებს.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                              გიორგი კვირიკაშვილი