„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 5 მაისის №770 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „აისბერგ ფოთის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2294
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025080
2294
03/11/2017
ვებგვერდი, 12/04/2018
000000000.00.003.025080
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 5 მაისის №770 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „აისბერგ ფოთის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2294

2017 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 5 მაისის 770 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „აისბერგ ფოთის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა   და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგ ფოთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 5 მაისის №770 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით − №04.01.03.820 რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 800 კვ.მ ფართობის სამაცივრე საწყობის მოწყობა არა უგვიანეს 2017 წლის 27 მაისისა;“.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს „აისბერგ ფოთმა“ (ს/ნ: №404879985) უზრუნველყოს 79 500 (სამოცდაცხრამეტი ათას ხუთასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამ განკარგულების გამოცემიდან არა უგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში.

3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შპს „აისბერგ ფოთი“ გათავისუფლდეს ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „აისბერგ ფოთს“ შორის 2016 წლის 27 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან.

 4.  ამ განკარგულების პირველი და მე-3 პუნქტები ძალაში შევიდეს შპს „აისბერგ ფოთის“ მიერ ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში.

 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი