„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესყიდვის პროცედურების სპეციალური წესების გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის №1079 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესყიდვის პროცედურების სპეციალური წესების გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის №1079 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2290
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025078
2290
03/11/2017
ვებგვერდი, 12/04/2018
000000000.00.003.025078
„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესყიდვის პროცედურების სპეციალური წესების გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის №1079 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2290

2017 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესყიდვის პროცედურების სპეციალური წესების გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის 1079 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესყიდვის პროცედურების სპეციალური წესების გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის №1079 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ევროკომისიასთან დადებული საგრანტო ხელშეკრულების (2015 წლის 30 მარტის საგრანტო ხელშეკრულება − „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა-II“ 30 თვის ვადით, თანხით − 1. 050, 000 (ერთი მილიონ ორმოცდაათი ათასი) ევრო, ხელშეკრულების ნომერი − №ENPI/2014/350-731, ხელშეკრულების ცვლილების წერილი − ადენდუმ №1, რომელიც გაფორმდა 2017 წლის 29 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ევროკომისიას შორის ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით) ფარგლებში, რომლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დადგენილი წესები ხარჯების გაწევისა და შესყიდვების განხორციელების პროცედურებთან დაკავშირებით, პროექტის ვადის გახანგრძლივების პერიოდში (ვადა გახანგრძლივებულია 3 თვით) იხელმძღვანელოს ზემოაღნიშნული პროცედურებით, განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები და შემდგომში ანგარიში წარუდგინოს გრანტის გამცემს.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                  გიორგი კვირიკაშვილი.