„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის №1393 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2288
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025076
2288
03/11/2017
ვებგვერდი, 12/04/2018
000000000.00.003.025076
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის №1393 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2288

2017 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის №1393 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის №1393 განკარგულებაში და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის წარდგენასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოუყოს 405 657 (ოთხას ხუთი ათას ექვსას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი და 28 118 (ოცდარვა ათას ას თვრამეტი) ევროს ეკვივალენტი ლარი.

2. ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან  დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოუყოს   24 563  (ოცდაოთხი ათას ხუთას სამოცდასამი) ლარი.“.

პრემიერ-მინისტრი                                                გიორგი კვირიკაშვილი