დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 თებერვლის №145 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2287 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025075 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2287 2017 წლის 3 ნოემბერი ქ. თბილისი |
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 თებერვლის №145 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 თებერვლის №145 განკარგულებაში და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „მომავლის მემკვიდრეობა. გერმანია-საქართველოს წელი 2017“ კულტურული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეტაპობრივად გამოუყოს 346 333 (სამას ორმოცდაექვსი ათას სამას ოცდაცამეტი) ლარი. 2. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საიუბილეო ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გამოუყოს 230 000 (ორას ოცდაათი ათასი) ლარი. 3. საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“ განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოუყოს 62 667 (სამოცდაორი ათას ექვსას სამოცდაშვიდი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები