„ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა, პროექტ 1-ის“ ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

„ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა, პროექტ 1-ის“ ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2279
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025065
2279
02/11/2017
ვებგვერდი, 12/04/2018
000000000.00.003.025065
„ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა, პროექტ 1-ის“ ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2279

2017 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა, პროექტ 1-ის“ ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2011 წლის 10 მაისს გაფორმებული  სასესხო ხელშეკრულებით „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა, პროექტი 1“ გათვალისწინებული სესხის დახურვის თარიღის გადაწევის თაობაზე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს აზიის განვითარების ბანკს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2011 წლის 10 მაისს გაფორმებული  სასესხო ხელშეკრულებით „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა, პროექტი 1“ გათვალისწინებული სესხის დახურვის თარიღის 2019 წლის 30 სექტემბრამდე გადაწევის თხოვნით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                               გიორგი კვირიკაშვილი.