დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის დროებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს №1835 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2278 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025064 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2278 2017 წლის 2 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის დროებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს №1835 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის დროებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს №1835 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს სესხის სახით გამოუყოს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი, შემდეგი პირობებით: ა) სესხი გაიცეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გარეშე; ბ) სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი განისაზღვროს ნული პროცენტით; გ) სესხით სარგებლობის ვადა განისაზღვროს არა უგვიანეს 2017 წლის 1 დეკემბრისა.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები