სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2274
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025060
2274
02/11/2017
ვებგვერდი, 11/04/2018
000000000.00.003.025060
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2274

2017 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

სსსაქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისმიერ მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის    101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო), საქართველოს სახელმწიფო კომპანია „საქნავთობსა“ და ცალკეულ კონტრაქტორს შორის გაფორმებული  პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევებთან დაკავშირებით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ ინტერესების დაცვის (მათ შორის, შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში,  არბიტრაჟში წარმომადგენლობის) უზრუნველსაყოფად იურიდიული მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული საარბიტრაჟო-საპროცესო, საექსპერტო, მთარგმნელობითი და სხვა სახის მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის   21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებზე არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 1​1 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27​2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ განკარგულების გამოცემის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაცია (გარდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტისა) და ინფორმაცია (მათ შორის, პროექტის განმარტებითი ბარათი) მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად.

 

პრემიერ-მინისტრი                                             გიორგი კვირიკაშვილი