საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2265
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025051
2265
27/10/2017
ვებგვერდი, 11/04/2018
000000000.00.003.025051
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2265

2017 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:

ა)  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

ა.ა) არა უმეტეს 46 240 (ორმოცდაექვსი ათას ორას ორმოცი) ლარის ფარგლებში ელექტროძრავების, გენერატორებისა და ტრანსფორმატორების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 31100000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

ა.ბ) არა უმეტეს 6 630 (ექვსი ათას ექვსას ოცდაათი) ლარის ფარგლებში ტელე და რადიოსიგნალის მიმღებებისა და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის (კლასიფიკატორის კოდი: CPV –  32300000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

ა.გ) არა უმეტეს 2 838 135 (ორი მილიონ რვაას ოცდათვრამეტი ათას ას ოცდათხუთმეტი) ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

ა.დ) არა უმეტეს 13 280  (ცამეტი ათას ორას ოთხმოცი) ლარის ფარგლებში ავეჯის (კლასიფიკატორის კოდი: CPV –  39100000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს არა უმეტეს 1 200 (ერთი ათას ორასი) ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                    გიორგი კვირიკაშვილი