საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენგურჰესის“ ფინანსური ვალდებულებების 3 წლით გადავადების შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენგურჰესის“ ფინანსური ვალდებულებების 3 წლით გადავადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2264
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025049
2264
27/10/2017
ვებგვერდი, 11/04/2018
000000000.00.003.025049
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენგურჰესის“ ფინანსური ვალდებულებების 3 წლით გადავადების შესახებ
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2264

2017 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენგურჰესის“ ფინანსური ვალდებულებების 3 წლით გადავადების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს „ენგურჰესს“ შორის „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავალიანების მომსახურების შესახებ“ 2009 წლის 17 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებისა და „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტთან“ დაკავშირებით 2010 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ენგურჰესისთვის“ ძირითადი თანხის მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური ვალდებულებების 3 წლით გადავადების თაობაზე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს  საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს „ენგურჰესს“ შორის „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავალიანების მომსახურების შესახებ“ 2009 წლის 17 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებისა და „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტთან“ დაკავშირებით 2010 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ენგურჰესისთვის“ ძირითადი თანხის მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური ვალდებულებების 3 წლით გადავადება, საურავების დარიცხვის გარეშე (მათ შორის, 2017 წლის 25 ოქტომბრის გადასახდელის).

 

პრემიერ-მინისტრი                                                 გიორგი კვირიკაშვილი