საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2263
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025050
2263
27/10/2017
ვებგვერდი, 12/04/2018
000000000.00.003.025050
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №22 63

2017 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (შემდგომში − სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი) „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №1371 განკარგულებით დაევალა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გუდაური-კობის საბაგირო გზის მოწყობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურებისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, მსოფლიო ბანკის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურების შესაბამისად;

ბ) შემსრულებელთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, პროექტის ღირებულება შეადგენს 27 876 .4 ათასი ევროს ეკვივალენტ ლარს.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექ­­­ტების ფონდიდან სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს პროგრამის − „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი: 25 03) ფარგლებში გამოუყოს 25 000 000 (ოცდახუთი მილიონი) ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი                                                   გიორგი კვირიკაშვილი