საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2561
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025043
2561
07/12/2017
ვებგვერდი, 11/04/2018
000000000.00.003.025043
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2561

2017 წლის 7 დეკემბერი   

ქ. თბილისი

 

 საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურისთვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურს  მიეცეს თანხმობა, კვებითი მომსახურების უზრუნველსაყოფად 2018 წლის  1 იანვრიდან  2018 წლის  31  დეკემბრის ჩათვლით  გადასცეს ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირ(ებ)ს:

ა) უსასყიდლო უზუფრუქტის  უფლებით, ამ განკარგულების  №1 დანართში მითითებული   უძრავი ქონება;

ბ) თხოვების უფლებით,  ამ  განკარგულების  №2 დანართში მითითებული   მოძრავი  ქონება.

2. საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურმა,  ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 პრემიერ-მინისტრი                                          გიორგი კვირიკაშვილი.