დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2560 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025042 |
|
სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
|
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად: 1. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის (მონაკვეთი 2) მოდერნიზაციისა და მშენებლობის“ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების მიზნით, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საპროექტო კორიდორის ფარგლებში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №01.18.12.003.084; №01.18.12.003.049; №01.18.12.003.086; №01.18.12.007.104; №01.18.12.003.053; №01.18.12.003.069; №01.18.12.007.091; №01.18.12.007.101; №01.18.12.007.111; №01.18.12.010.072; №01.18.12.010.036; №01.18.12.010.024; №01.18.12.011.135; №01.18.12.011.138; №01.18.12.011.103; №01.18.12.022.029; №01.18.12.022.027; №01.18.12.022.047; №81.05.02.580; №81.05.02.579; №01.18.13.031.002; №01.18.13.033.066; №01.18.13.033.010; №81.05.06.479) მდებარე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები: ა) პატარა თელადუმა (Ulmus minor Mill.) – 23 (ოცდასამი) ინდივიდი; ბ) კაკლის ხე ( Juglans regia L) – 57 (ორმოცდაჩვიდმეტი) ინდივიდი. 2. სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ვალდებულია: ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ; ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით. 3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები