სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალის ცვლილების შესახებ

სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალის ცვლილების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2555
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025037
2555
07/12/2017
ვებგვერდი, 11/04/2018
000000000.00.003.025037
სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალის ცვლილების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2555

    2017  წლის  7 დეკემბერი   

ქ. თბილისი

 

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდის კაპიტალის ცვლილების შესახებ

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს სს „საპარტნიორო ფონდის“ (ს/ნ: 404404550) კაპიტალიდან ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონების ამოღება და სანაცვლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში, 2, (წვერმაღალა), მდებარე 6560 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №26.35.04.218) და ქ. საჩხერეში, ფეიქართა ქუჩაზე მდებარე 1086 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:  №35.01.45.654) კაპიტალში შეტანა.

 პრემიერ-მინისტრი                     გიორგი კვირიკაშვილი

.