დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „CASA Group”-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/15924-17 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 26/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი |
განმცხადებელი – შემოსავლების სამსახური
მოვალე – შპს ,,CASA Group” წარმომადგენელი – ბაჩუკი ქირია მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო წარმომადგენელი ლელა ხაციკიდუ მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და გამოარკვია: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს ”CASA Group”-ის გადახდისუუნარობის საქმე. 2018 წლის 22 მარტს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „CASA Group“-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით. სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით. დაადგინა: 1. შპს ”CASA Group”-ის კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2018 წლის 16 აპრილს, 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით: 1. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა; 2. სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითები; 2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge; 3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები