დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბაბილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2554 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025036 |
|
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბაბილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
|
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ქ. გარდაბანში მდებარე 1764 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1-№2 შენობა-ნაგებობები (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.15.24.232), ქ. გარდაბანში, სადგურის ქ. №30ა-ში მდებარე 979 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1-№2 შენობა-ნაგებობები (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.15.13.050), ქ. გარდაბანში მდებარე 303 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.15.13.298), ქ. გარდაბანში, მეგობრობის ქ. №2-ში მდებარე 8888 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1-№4 შენობა-ნაგებობები (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.15.03.248) და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქესალოში მდებარე 4845 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1-№4 შენობა-ნაგებობები (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.16.01.008) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 218 336 (ორას თვრამეტი ათას სამას ოცდათექვსმეტი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „ბაბილის“ (ს/კ: №405029384).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში; ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების ან მისი ნაწილის განვითარების მიზნით არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციის განხორციელება. 3. შპს „ბაბილი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, მათი შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით. 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები