დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №1117 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2552 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025021 |
|
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №1117 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №1117 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ღურტაში მდებარე 8493 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №23.02.37.089) და ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ დიაკონიძეებში მდებარე 200 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №23.06.39.254) 2019 წლის 30 მაისის ჩათვლით, იჯარის უფლებით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად – 1 (ერთი) ლარად, გადასცეს შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 404401438).“. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები