დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2259 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025023 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №225 9
2017 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:
1. დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის სექციური ცვლილებების (WREP SRP) პროექტთან დაკავშირებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით, სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალს“ (ს/ნ: 201955090) მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:
ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.06.10.170; №72.06.10.226; №72.06.10.227; №72.06.10.228) − 9 (ცხრა) ინდივიდი პატარა თელადუმა (Ulmus minor Mill.);
ბ) სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.06.10.171; №72.06.10.192) − 21 (ოცდაერთი) ინდივიდი პატარა თელადუმა (Ulmus minor Mill.).
2. სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალი“ ვალდებულია:
ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წინასწარ აცნობოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით, ხოლო სს „საქართველოსნავთობისა და გაზისკორპორაციის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მოჭრილი მერქნული რესურსი გადასცეს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ამ განკარგულებით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები