შპს „ჯორჯიან რესორს კომპანიაზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანასა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2258
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025019
2258
27/10/2017
ვებგვერდი, 12/04/2018
000000000.00.003.025019
შპს „ჯორჯიან რესორს კომპანიაზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანასა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2258

2017 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „ჯორჯიან რესორს კომპანიაზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანასა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 13 და 14 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ შპს „ჯორჯიან რესორს კომპანიაზე“ (ს/კ: 404387490) გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების №1000218 ლიცენზიაში შეიტანოს ცვლილება და:

1. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისათვის ლიცენზიის მფლობელს დამატებით განუსაზღვროს 4-წლიანი ვადა ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან.

 2. ლიცენზიის მფლობელს დამატებით სალიცენზიო პირობად განუსაზღვროს:

ა) შესწავლის პერიოდში, ყოველწლიურად 100 000 (ასი ათასი) ლარის ღირებულების სოციალური პროექტების დაფინანსების უზრუნველყოფა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ზოტსა და ქვაბღაში, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით;

ბ) შესწავლის პერიოდში, ყოველწლიურად 100 000 (ასი ათასი) ლარის ღირებულების გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსების უზრუნველყოფა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად;

გ) შესწავლის პერიოდში, ყოველწლიურად არანაკლებ 20 (ოცი) საქართველოს მოქალაქის დასაქმების უზრუნველყოფა;

დ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის პერიოდში არანაკლებ      6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელება;

ე) შესწავლის პერიოდში სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა ამ განკარგულების დანართ №1-ით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად;

) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემისთვის სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის წარდგენა, რომელიც დაადასტურებს მითითებული თანხების მიზნობრივ ხარჯვას;

ზ) ამ პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან 20 (ოცი) კალენდარულ დღეში ლიცენზიის გამცემისთვის კომერციული ბანკის მიერ გაცემული 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადას.

პრემიერ-მინისტრი                                     გიორგი კვირიკაშვილი