სტატისტიკური სამუშაოების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

სტატისტიკური სამუშაოების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2550
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025034
2550
07/12/2017
ვებგვერდი, 05/04/2018
000000000.00.003.025034
სტატისტიკური სამუშაოების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2550

2017 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სტატისტიკური სამუშაოების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

1. „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სტატისტიკური სამუშაოების 2018  წლის პროგრამა (დანართი 1) და სტატისტიკური სამუშაოების 2018 წლის პროგრამით გათვალისწინებული სტატისტიკური სამუშაოების მოცულობა (დანართი 2).

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის  გათვალისწინებული ასიგნებებისა და დონორების მიერ გამოყოფილი სახსრების ფარგლებში უზრუნველყოს სტატისტიკური სამუშაოების 2018 წლის პროგრამის განხორციელების კოორდინაცია, აგრეთვე შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებთან ერთად ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                               გიორგი კვირიკაშვილი