აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის აივ ინფექციის/შიდსის სამკურნალო პირველი და მე-2 რიგის მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით, ა(ა)იპ − ზ. დანელიას სახელობის კავშირ თანადგომისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული ფარმაცევტული პროდუქტების გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2254
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025031
2254
27/10/2017
ვებგვერდი, 12/04/2018
000000000.00.003.025031
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის აივ ინფექციის/შიდსის სამკურნალო პირველი და მე-2 რიგის მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით, ა(ა)იპ − ზ. დანელიას სახელობის კავშირ თანადგომისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული ფარმაცევტული პროდუქტების გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2254

2017 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის აივ ინფექციის/შიდსის სამკურნალო პირველი და მე-2 რიგის მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით, ა(ა)იპ − ზ. დანელიას სახელობის კავშირ თანადგომისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული

სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული ფარმაცევტული პროდუქტების გადაცემის შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის აივ ინფექციის/შიდსის სამკურნალო პირველი და მე-2 რიგის მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (შემდგომში − ცენტრი) თავის ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო პროგრამებისა და გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში შესყიდული ქვემოთ მოყვანილი ფარმაცევტული პროდუქტი (ამ პროგრამების/პროექტების მიზნობრივი ჯგუფის მიუხედავად), აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის მიწოდების მიზნით, 2017 წლის განმავლობაში, ერთჯერადად ან ეტაპობრივად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შუამდგომლობის საფუძველზე, (მოთხოვნის შესაბამისად) გადასცეს ა(ა)იპ − ზ. დანელიას სახელობის კავშირ თანადგომას:

დასახელება

შეფუთვის ფორმა

რაოდენობა

ერთ. ფასი

(ლარი)

ჯამური ღირებულება

(ლარი)

ეფავირენზი

 600 მგ №30

კოლოფი

1645

8.30

13653.5

ნევირაპინი

200 მგ №60

კოლოფი

469

5.69

2668.61

ზიდოვუდინი

 50 მგ/5 მლ 240 მლ

ფლაკონი

10

12.28

122.80

აბაკავირი

20 მგ/მლ 240 მლ

ფლაკონი

10

17.50

175.00

რეტროვირი

10 მგ/მლ 20 მლ №5

კოლოფი

2

95.10

190.20.

2. ცენტრმა უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების განხორციელება.

3. ა(ა)იპ − ზ. დანელიას სახელობის კავშირმა თანადგომამ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული რაოდენობის ფარმაცევტული პროდუქტის მოთხოვნა ცენტრიდან (საჭიროების შესაბამისად, ერთჯერადად ან ეტაპობრივად), მიღებული საქონლის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტრანსპორტირება (გლობალური ფონდის პროექტის („საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერება და მდგრადობის უზრუნველყოფა“ NGEO-H-NCDC) ფარგლებში) და მოხმარებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარჯვის თაობაზე ცენტრისთვის ანგარიშგება.  

 პრემიერ-მინისტრი                                                 გიორგი კვირიკაშვილი