„იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი დამატებითი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის №1391 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2253
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025013
2253
27/10/2017
ვებგვერდი, 12/04/2018
000000000.00.003.025013
„იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი დამატებითი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის №1391 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2253

2017 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი დამატებითი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის №1391 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი დამატებითი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის №1391 განკარგულების (შემდგომში − განკარგულება) პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროექტში − „დევნილი ოჯახების მიერ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით შევსებული განაცხადების ელექტრონულ მოდულში ასახვის თაობაზე“ განსახორციელებელი ცვლილება.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოსოკუპირებულიტერიტორიებიდანიძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროექტის განსახორციელებლად მიმართოს 147 200 (ას ორმოცდაშვიდი ათას ორასი) ლარი, საიდანაც:

ა) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს 42 400 (ორმოცდაორი ათას ოთხასი) ლარი;

ბ) 2018 წელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან მიმართოს 104 800 (ას ოთხი ათას რვაასი) ლარი.“.

პრემიერ-მინისტრი                              გიორგი კვირიკაშვილი