სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2250
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025011
2250
27/10/2017
ვებგვერდი, 12/04/2018
000000000.00.003.025011
სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2250

2017 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:

1. დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსის მაგისტრალური ნავთობსადენი) სექციური ცვლილებების პროექტის განხორციელების მიზნით, სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალს“ (ს/ნ: 201955090) მიეცეს უფლება, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთებიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.13.16.103; №72.13.16.419) ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის „პატარა თელადუმას“ (Ulmus minor Mill.) 31 (ოცდათერთმეტი) ინდივიდი.

2. სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალი“ ვალდებულია:

ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;

ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, განკარგვის მიზნით, გადასცეს სსიპ − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი