შპს „არ ემ ჯი აურამაინისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

შპს „არ ემ ჯი აურამაინისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2249
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025004
2249
27/10/2017
ვებგვერდი, 11/04/2018
000000000.00.003.025004
შპს „არ ემ ჯი აურამაინისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2249

2017 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „არ ემ ჯი აურამაინისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის 271  მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სამუშაოების განხორციელების მიზნით, სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის სიონის სატყეო უბნის დარბაზის სატყეოს კვ. №3-ის ლიტ. №31-ში 8617 კვ.მ ფართობით (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №80.10.61.152) სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა, ხე-ტყის ჭრის უფლების გარეშე, შპს „არ ემ ჯი აურამაინს“ (ს/ნ: 405168740) განესაზღვროს 15 წლით.

 

პრემიერ-მინისტრი                                 გიორგი კვირიკაშვილი