შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2246
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025000
2246
27/10/2017
ვებგვერდი, 11/04/2018
000000000.00.003.025000
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2246

2017 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ (შემდგომში – კომპანია), ამავე კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს კომპანიის ტერიტორიული ერთეულის, ონის სერვისცენტრის ოფისის (შენობის) რეაბილიტაციისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

2. მიეცეს უფლება კომპანიას, „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 აპრილის №713 განკარგულებით გათვალისწინებული თანხებიდან დარჩენილი ეკონომია – 38 000 (ოცდათვრამეტი ათასი) ლარი მიმართოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განსახორციელებლად.

 

პრემიერ-მინისტრი                              გიორგი კვირიკაშვილი