დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვითი ორგანოს განსაზღვრისა და ანგარიშვალდებული საწარმოს 1%-ზე ნაკლები წილის მფლობელის აქციონერთა საერთო კრებაზე მოწვევის წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 05/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240140000.18.011.016291 |
57/04
05/04/2018
ვებგვერდი, 05/04/2018
240140000.18.011.016291
საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვითი ორგანოს განსაზღვრისა და ანგარიშვალდებული საწარმოს 1%-ზე ნაკლები წილის მფლობელის აქციონერთა საერთო კრებაზე მოწვევის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
|
საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვითი ორგანოს განსაზღვრისა და ანგარიშვალდებული საწარმოს 1%-ზე ნაკლები წილის მფლობელის აქციონერთა საერთო კრებაზე მოწვევის წესის დამტკიცების თაობაზე
|
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვით ორგანოდ, სადაც ქვეყნდება სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრების (შემდგომში – საერთო კრება) მოწვევის შესახებ შეტყობინება, განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. |
| მუხლი 2 |
ანგარიშვალდებული საწარმოს 1%-ზე ნაკლები წილის მფლობელი აქციონერი საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებას გაეცნობა ამ ბრძანების პირველი მუხლით განსაზღვრულ ბეჭდვით ორგანოში. |
| მუხლი 3 |
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვითი ორგანოს განსაზღვრისა და ანგარიშვალდებული საწარმოს 1%-ზე ნაკლები წილის მფლობელის აქციონერთა საერთო კრებაზე მოწვევის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 3 თებერვლის №16 ბრძანება. |
| მუხლი 4 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები