„საბავშვო ევროვიზია 2017“-ის ჩატარებასთან დაკავშირებით შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„საბავშვო ევროვიზია 2017“-ის ჩატარებასთან დაკავშირებით შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2238
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025012
2238
27/10/2017
ვებგვერდი, 11/04/2018
000000000.00.003.025012
„საბავშვო ევროვიზია 2017“-ის ჩატარებასთან დაკავშირებით შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №22 38

2017 წლის 2 7 ოქტომბერი 

ქ. თბილისი

„საბავშვო ევროვიზია 2017“-ის ჩატარებასთან დაკავშირებით შპს „სპორტმშენსერვისისმიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილმა საწარმომ შპს „სპორტმშენსერვისმა“ (ს/ნ: 204878542) „საბავშვო ევროვიზია 2017“-ის ჩატარებასთან დაკავშირებით საჭირო მომსახურებისა და სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საბავშვო ევროვიზია 2017“-ის ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ოქტომბრის 2171 განკარგულების დანართის („საბავშვო ევროვიზია 2017“-ის ორგანიზების სამოქმედო გეგმა“) შესაბამისად, სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

 

პრემიერ-მინისტრი                                       გიორგი კვირიკაშვილი