დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადამიანებით, განსაკუთრებით ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სათანადო ღონისძიებათა გატარების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1454 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 18/05/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 50, 24/05/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ადამიანებით, განსაკუთრებით ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სათანადო ღონისძიებათა გატარების შესახებ
ითვალისწინებს რა ადამიანებით ვაჭრობის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას, საქართველოში ადამიანებით, განსაკუთრებით ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის (თრეფიკინგის) მზარდ მასშტაბებს, ასევე იმ ფაქტს, რომ საქართველო ამავე დროს იძენს თრეფიკინგის სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას;
ადამიანებით, განსაკუთრებით ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის თავიდან აცილების, თრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, ამ პრობლემების გადასაწყვეტად მსოფლიო თანამეგობრობის გამოცდილებისა და მხარდაჭერის მიღების მიზნით, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტს მიეცეს რეკომენდაცია, სარატიფიკაციოდ წარმოადგინოს „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია და „ადამიანებით, განსაკუთრებით ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დასჯის თაობაზე“ დამატებითი ოქმი.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე
თბილისი,
2002 წლის 18 მაისი.
№1454–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები