საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2544
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025007
2544
07/12/2017
ვებგვერდი, 05/04/2018
000000000.00.003.025007
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2544

2017 წლის 7დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

 საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქარ­თვე­ლოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრო­ბის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს  2 300 000 (ორი მილიონ სამასი ათასი)  ლარი, მათ შორის:

ა) 980 000 (ცხრაას ოთხმოცი ათასი) ლარი – „საქართველოში გასამართი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების სახელმწიფო მხარდაჭერის  პროგრამის“ დაფინანსების მიზნით;

ბ) 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი – „ოლიმპიური მოძრაობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსების მიზნით;

გ)  620 000 (ექვსას ოცი ათასი) ლარი – „საქართველოს ეროვნული, ოლიმპიური და ასაკობრივი ნაკრებების წევრთა, მწვრთნელთა, ადმინისტრაციული და საექიმო პერსონალის და პერსპექტიულ სპორტსმენთა სტიპენდიების პროგრამის“ დაფინანსების მიზნით.

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი.