სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ

სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2234
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025005
2234
26/10/2017
ვებგვერდი, 11/04/2018
000000000.00.003.025005
სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2234

2017 წლის 26 ოქტომბერი 

ქ. თბილისი

სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში − ცენტრი) მიეცეს თანხმობა, მის ბალანსზე რიცხული, ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული მოძრავი ქონება უსასყიდლოდ, 2 წლის ვადით, აუქციონის გარეშე, სარგებლობის უფლებით გადასცეს ამავე დანართში მითითებულ სამედიცინო დაწესებულებებს.

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ახალშობილთა სმენის სკრინინგის აპარატების ფუნქციონირებისათვის საჭირო ერთჯერადი გამოყენების სახარჯი მასალის გადაცემას ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებზე ცენტრი განახორციელებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, ცენტრმა უზრუნველყოს მოძრავი ქონების გადაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

პრემიერ-მინისტრი                                 გიორგი კვირიკაშვილი