„წალენჯიხის მუნიციპალიტეტისათვის დროებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 სექტემბრის №1885 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტისათვის დროებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 სექტემბრის №1885 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2543
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024974
2543
07/12/2017
ვებგვერდი, 05/04/2018
000000000.00.003.024974
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტისათვის დროებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 სექტემბრის №1885 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2543 

  2017 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტისათვის დროებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 სექტემბრის №1885 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად,  „წალენჯიხის მუნიციპალიტეტისათვის დროებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 სექტემბრის №1885 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სესხის სახით გამოუყოს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი, შემდეგი პირობებით:

ა) სესხი გაიცეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გარეშე;

ბ) სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი განისაზღვროს ნული პროცენტით;

გ) სესხით სარგებლობის ვადა განისაზღვროს არა უგვიანეს 2017 წლის 25 დეკემბრისა.“.

 პრემიერ-მინისტრი                                                          გიორგი კვირიკაშვილი.