შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ და შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ

შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ და შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2230
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024978
2230
20/10/2017
ვებგვერდი, 11/04/2018
000000000.00.003.024978
შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ და შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2230

2017 წლის 20 ოქტომბერი 

ქ. თბილისი

შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ და შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ (ს/ნ: 404389372) და მის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს − შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“ (ს/კ: 405007200) ეთხოვოთ, საკუთარი ან/და მათთვის/მისთვის კანონმდებლობით გამოყოფილი სახსრებით უზრუნველყონ ქ. თბილისში, კრწანისის რაიონში, გულუას მოედანთან არსებულ ქონებაზე (ამჟამად სახელმწიფო საკუთრება), მისი შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ კაპიტალში შეტანის შემთხვევაში, შემდეგი სახის ღონისძიებების განხორციელება:

ა) სრული სამშენებლო დოკუმენტაციის (პროექტი) მომზადება (ტექპირობების მოპოვება და ექსპერტიზა);

ბ) მშენებლობის ნებართვის მოპოვება;

გ) სამშენებლო მოედნის მომზადება.

2. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებსა და სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, კომპეტენციის ფარგლებში,  დაევალოთ, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.

 

პრემიერ-მინისტრი                  გიორგი კვირიკაშვილი