GG-P-SAE ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „ჭარბი თავდაცვითი საქონლის გრანტის თაობაზე“ ხელშეკრულების დამატება 1-თან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2541
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024997
2541
07/12/2017
ვებგვერდი, 05/04/2018
000000000.00.003.024997
GG-P-SAE ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „ჭარბი თავდაცვითი საქონლის გრანტის თაობაზე“ ხელშეკრულების დამატება 1-თან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება  №2541

2017 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

GG-P-SAE ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „ჭარბი თავდაცვითი საქონლის გრანტის თაობაზე“ ხელშეკრულების დამატება 1-თან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან  „GG-P-SAE ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „ჭარბი თავდაცვითი საქონლის გრანტის თაობაზე“ ხელშეკრულების დამატება 1“-ით გათვალისწინებული  საქონლისა და მომსახურების  შესყიდვა, შემდგომში საქართველოს  შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის გადაცემის მიზნით.

2.„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, „GG-P-SAE ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან გასაფორმებელი „ჭარბი თავდაცვითი საქონლის გრანტის თაობაზე“ ხელშეკრულების დამატება 1“-ის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების მხარე გათავისუფლდეს ამავე წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისგან.

პრემიერ-მინისტრი                                          გიორგი კვირიკაშვილი.